{tab_3}
პროგრამის მიზანია საქართველოში მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდა
პროგრამის კომპონენტები
მეწარმის ბიზნეს დიაგნოსტიკა
კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიერ გაცემული სესხის გარანტია
კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიერ გაცემული სესხის სუბსიდირება
მეწარმე სუბიექტის კრიტერიუმები:
მეწარმე სუბიექტის შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს;
არ აქვს სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება;
არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი/წილის მესაკუთრე ფიზიკური პირის შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს;
მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი/წილის მესაკუთრე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე „ბუღალტრული
აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მხოლოდ შემოსავლების კომპონენტში შეესაბამება
IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს;
პროგრამის პირობები
სესხის ვალუტა - ლარი
სესხ(ებ)ის მოცულობა - 20 000 ლარიდან 50 000 ლარამდე;
სესხის გარანტია - არა უმეტეს სესხის ძირი თანხის 80 %-ისა 5 წლის ვადით;
სესხის პროცენტის სუბსიდირების მაქსიმალური ვადა - 5 წელი
პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია: